ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Red Bull GerGetIt 2013 - ესტაფეტური შეჯიბრი

14 სექტემბერს სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) მსოფლიოში ყველაზე ექსტრემალური გუნდური შეჯიბრი - Red Bull GerGetIt - გაიმართება, რომლის ერთერთი ორგანიზატორი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.

Red Bull GerGetIt - საერთაშორისო პროექტი Red Bull Dolomitenmann - ის ქართული ანალოგია; მათ შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ქართულ შეჯიბრში კლდეზე ცოცვაა დამატებული.

Red Bull Dolomitenmann ავსტრიის დოლომიტის ალპებში ყოველწლიურად  იმართება  და ის ცნობილია  როგორც  ყველაზე რთული ესტაფეტური შეჯიბრი დასავლეთ ევროპაში. წარმატებული „დებიუტის“ შემდეგ Red Bull GerGetIt-ის მიზანია გახდეს ყველაზე პრესტიჟული გუნდური შეჯიბრი აღმოსავლეთ ევროპაში, რაც მას მიმზიდველ საერთაშორისო პროექტად აქცევს.

Red Bull GerGetIt - ესტაფეტური შეჯიბრია, რომელიც საქართველოში წელს პირველად ჩატარდება. ღონისძიება ექსტრემალური სპორტის ოთხი დისციპლინის უნიკალური კომბინაციაა: თითოეული გუნდი შედგება კაიაკერის, მეკლდეურის, სამთო ველოსიპედისტისა და სამთო მორბენალისაგან. მონაწილეები ამავე თანმიმდევრობით გადასცემენ ერთმანეთს ესტაფეტას წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ყველაზე ნაკლებ დროს მოანდომებს მარშრუტის დაძლევას, რომლის ფინიში გერგეთის მთის ფერდობია.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ გუნდები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან: რუსეთი, უკრაინა, ლატვია, ირანი, თურქეთი, გერმანია, სომხეთი, აშშ. უკვე დარეგისტრირებულია 7 გუნდი.
მონაწილე გუნდებს გამარჯვების მოპოვებისთვის შემდეგი სირთულეების წარმატებით  დაძლევა მოუწევთ :
კაიაკით დაშვება: 6 კმ, მდინარე თერგი(კოორდინატორი - ცნობილი ექსტრემალი და კანოეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა).
კლდეზე ცოცვა: 30 მეტრის სიმაღლის კლდე(კოორდინატორი - ცნობილი მთასვლელი ტატო ნადირაძე).
სამთო ველოსპორტი: 12 კმ(კოორდინატორი -  2010-2013 წლის საქართველოს ჩემპიონი  სამთო ქროსში ბესო გავაშელი).
სამთო სირბილი: 7 კმ(კოორდინატორი - ცნობილი სპორტსმენი (მძლეოსნობა, სირბილი), ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მაია აზარაშვილი).
ღონისძიების მსვლელობის დროს დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, ადგილზე მობილიზირებული იქნება მაშველთა ჯგუფი;

გამარჯვებული გუნდი მიიღებს საპრიზო თანხას 3000  ლარს, საპრიზო ფონდი არის  3000 ევრო.

დაწესებულია სპეციალური პრიზები სპონსორებისაგან იმ მონაწილეებისათვის, რომლებიც თითოეულ დისციპლინაში საუკეთესო დროის შედეგებს აჩვენებენ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, სპორტული მაღაზია Extreme, Volkswagen, Outdoor.ge, Rafting.ge, Medi Club Georgia, სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი “Club 71”

მასპინძელი - სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi
მედია პარტნიორი: GDS TV,
Internet პარტნიორი: Myvideo.ge,

ბანერები