


რძის პროდუქტების ბაზარი თბილისში
კვლევის პროცესში შესწავლილი იქნა თბილისის ბაზარი, კვლევის მიზანი იყო გამოევლინა თბილისში პოპულარული რძის პროდუქტების მწარმოებელი ბრენდი რამდენიმე სასაქონლო კატეგორიის მიხედვით.
"ილიაუნი ბიზნეს რევიუს მიერ" კვლევა ჩატარდა 15–30 აპრილის პერიოდში სუპერმარკეტ ,,პოპულის'' 15 სავაჭრო ობიექტში, თბილისის 11 რაიონში. თითოეულ სავაჭრო წერტილში დაფიქსირებული იქნა თითოეულ პროდუქციის სახეობაზე 65–75 ადამიანის არჩევანი, რომელი ბრენდის პროდუქცია ჰქონდა შეძენილი.
კვლევა არ ითვალისწინებდა გაყიდვების რაოდენობას, დაფიქსირებულია მხოლოდ მომხმარებლის არჩევანი.
კვლევის პროცესში შესწავლილი იქნა თითოეულ პროდუქციაზე 998 – 1032 ადამიანის არჩევანი თბილისის მასშტაბით; კვლევაში ჩართული იყო ექვსი ადგილობრივი ბრენდი – სანტე, ეკო ფუდი, სოფლის ნობათი, ნატურალ+, მარგო, ფაქიზო. ასევე ერთ-ერთი პუნქტი იყო უცხოური წარმოების რძის პროდუქტები.
შესწავლილი იქნა შემდეგი სასაქონლო კატეგორიები: – მაწონი, არაჟანი, რძე, ხაჭო, იოგურტი;
შედეგები
კვლევის შედეგების მიხედვით ,,პოპულის'' ქსელში პოპულარული რძის პროდუქტების კომპანია არის ,,სანტე'' – 3 სასაქონლო კატეგორიაში I ადგილი, 2 სასაქონლო კატეგორიაში II ადგილი;
პოპულარობით მეორეა ,,ეკო ფუდი'' – 1 სასაქონლო კატეგორიაში I ადგილი; 1 სასაქონლო კატეგორიაში II ადგილი; 3 სასაქონლო კატეგორიაში III ადგილი;
შემდეგ მოდის ,,სოფლის ნობათი'' – 2 სასაქონლო კატეგორიაში II ადგილი, 2 სასაქონლო კატეგორიაში III ადგილი;
არაჟანის, რძის და ხაჭოს პროდუქციაში ბაზარზე დიდი წილი უჭირავს ადგილობრივი წარმოების პროდუქციას: არაჟანი – 98.8%; რძე – 92,6%; ხაჭო – 87%; მაწონი ქართული პროდუქტია შესაბამისად მას მხოლოდ ადგილობრივი კომპანიები აწარმოებენ, რაც შეეხება იოგურტს, ამ ნაწილში იმპორტის წილი 73,6%–ია;
რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს:
– მაწონი , დაფიქსირდა 1021 არჩევანი: სანტე – 40,7%; სოფლის ნობათი – 22,2%; ეკო ფუდი – 17,9%; ფაქიზო – 9,2%; მარგო – 6,4%; ნატურალ პლუსი – 3,6%;
– არაჟანი, დაფიქსირდა 1032 არჩევანი: სანტე – 30,1%; სოფლის ნობათი – 28,9%; ეკო ფუდი – 25,4%; მარგო – 12%; ნატურალ პლუსი – 1,2%; ფაქიზო – 1,2%; სხვა – 1,2%;
– რძე, დაფიქსირდა 1004 არჩევანი: სანტე – 37,9%; ეკო ფუდი – 27,4%; სოფლის ნობათი – 26,3%; მარგო – 1%; სხვა – 7,4%;
– ხაჭო, დაფიქსირდა 1013 არჩევანი: ეკო ფუდი – 35,3%; სანტე – 34,2%; სოფლის ნობათი – 15,8%; ნატურალ პლუსი – 1,1%; ფაქიზო – 0,6%, სხვა – 13%;
– იოგურტი, დაფიქსირდა 998 არჩევანი: სანტე – 24,4%; ეკო ფუდი – 2%; სხვა – 73,6%.