


რადოსლავ პაჩოხას “ბენიამინი” - ახალი გამოცემა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ ცნობილი პოლონელი დრამატურგის, რადოსლავ პაჩოხას ”ბენიამინი” ქართულ ენაზე გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია 23 ნოემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართა.
გამოცემა ქართულ ენაზე მოამზადა ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თეატრმცოდნე ლევან ხეთაგურმა. წიგნის რედაქტორია თეატრმცოდნე თამარ კიკნაველიძე.
პრეზენტაციას დაესწრო პიესის ავტორიც, რადოსლავ პაჩოხა. იგი მუშაობს ვარშავის თეატრ ”პოვშეხნის” ლიტერატურულ ნაწილში. მისი ნამუშევრები მუდმივად იბეჭდება პოლონურ გამოცემებში და არის დრამატურგთა კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული.
პრეზენტაციის შემდეგ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა პოლონელი და ქართველი რეჟისორების - ტომაშ ლესჩინსკის და ირაკლი გოგიას მიერ ერთობლივად დადგმული პაჩოხას ”ბენიამინი”.