ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ქართველ მეცნიერთა კვლევა ,,SCIENCE”-ში

2012 წლის 20 აპრილს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდულ გამოცემაში „SCIENCE“ (vol. 336 pp. 353-355; www.sciencemag.org) გამოქვეყნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორების მაია ახალკაცისა და ოთარ აბდალაძის თანაავტორობით სტატია: „Recent Plant Diversity Changes on Europe’s Mountain Summits“. კვლევა შესრულებულია ევროკავშირის მე-5 ჩარჩო-პროგრამით 2001 წელს დაარსებული ფართოსამონიტორინგო ქსელის (GLORIA - Global Observation Research Initiative in Alpine Environments) ფარგლებში და ეხება მაღალი მთის მცენარეულობის, როგორც უმნიშვნელოვანესი ბიოკლიმატური ინდიკატორის, ტრანსფორმაციის ტენდენციებს კლიმატის მიმდინარე ცვლილების ფონზე.

ბანერები