ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის“ სტუდენტებისათვის სასწავლო ჯილდო 2023-2024 სასწავლო წლისათვის

ახალი ამბები

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისათვის „ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის“ სტუდენტები მიიღებენ სასწავლო ჯილდოს, რაც გულისხმობს სწავლების სემესტრული საფასურის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.

სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) სწავლობენ ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამაზე;

ბ) არ იღებენ სასწავლო გრანტს ან რაიმე სხვა სახის სწავლის დაფინანსებას;

გ) აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და საანგარიშე სემესტრში თითოეულ გავლილ საგანში მათი შეფასება შეადგენს არანაკლებ 81 ქულას;

დ) მიღებული აქვთ სემესტრში მინიმუმ 30 კრედიტი;

ე) არიან სწავლების პირველ ან მეორე სემესტრში, დამატებით სემესტრში მყოფი სტუდენტი დაფინანსებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

დაფინანსება მოხდეს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრის დასრულებისას, შესაბამის სემესტრში პროგრამის სტუდენტთა აკადემიური მოსწრების საფუძველზე შედგენილი რეიტინგის მიხედვით.

იხ. ბრძანება 

2023

ბანერები