


ქართული თეატრის კვლევის ცენტრის პრეზენტაცია
17 სექტემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ევროპისა და აზიის თექვსმეტი ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტების, თეატრის კრიტიკოსებისა და საერთაშორისო ფესტივალების დირექტორებისათვის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი და მისი თანამშრომლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები სტუმრებს წარუდგინა ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა, მარჯანიშვილის თეატრის მმართველმა ეკა მაზმიშვილმა. პრეზენტაცია ცენტრის საქმიანობის, განხორციელებული პროექტების და მიზნების შესახებ გააკეთა დოქტორანტმა და მკვლევარმა ელენე ბაბაკიშვილმა, რომელმაც ცენტრის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა. ცენტრის საქმიანობით დაინტერესდა ბელორუსიის ალტერნატიული თეატრალური ცენტრის ხელმძღვანელი ტატიანჯა არტემოვიჩი, რომელიც სპეციალურ სტატიას მოამზადებს დამოუკიდებელი ბელორუსიული ჟურნალისთვით „Alt Bell Art“.
ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის შესახებ დაიბეჭდა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორენოვან კატალოგში.