ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ქართული სიმღერა და არაქართულენოვანი სტუდენტები

13 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის ქართულის, როგორც მეორე ენის შესწავლისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში შედგა შეხვედრა ანსამბლ "თბილისის" წევრებთან, გიორგი გოგიტაძესთან და კახა ასლანიშვილთან და ტრიო "საფირონის" წევრ სოსო მახარაძესთან. მათ ინსტრუმენტების (ჩონგური, ფანდური, ჭიპონი) თანხლებით რამდენიმე ქართული ხალხური (კახური, მეგრული, გურული, თუშური) სიმღერა შეასრულეს და ჩვენს არაქართულენოვან სტუდენტებს ესაუბრნენ ამ ჟანრისა და ქართული ხალხური საკრავების შესახებ. მომღერლებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.

ბანერები