ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ქალაქის სივრცული დაგეგმარება

7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პოლონელი პროფესორის, ცეზარი მადრის საჯარო ლექცია თემაზე: ”ქალაქის სივრცული დაგეგმარება - პოლონეთის პრეცენდენტი”.

ლექციის დროს პროფესორმა განიხილა ქალაქის სივრცული დაგეგმარებისა და სტრუქტურის 4 ძირითადი კონცეფცია: მორფოლოგიური, დემოგრაფიული, სოციალური და ფუნქციონალური. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურბანულ დაგეგმარებას. ლექციის დროს წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა კონცეფციით დაგეგმარებული ქალაქების მაგალითები. პროფესორმა ასევე დეტალურად განიხილა პოლონეთის ქალაქ პოზნანის და ვარშავის ურბანული დაგეგმარება  და განვითარება სხვადასხვა ეპოქაში, მოახდინა რა მათი შედარება ამ ქალაქების დღევანდელ სურათთან.

ბანერები