ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Python-ის საბაზისო კურსი მოსწავლეებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად 25 ნოემბრიდან იწყებს Python-ის ონლაინ საბაზისო კურსს მოსწავლეებისთვის.

დღეს Python ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროგრამული ენაა, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა სფეროებშია პოპულარული და მისი მეშვეობით შეგვიძლია გადავამუშაოთ მონაცემები, შევქმნათ სხვდასხვა აპლიკაცია და ა.შ.

კურსის მიზანია მოსწავლეებმა Python-ზე ისწავლონ პროგრამირების საწყისები.კურსის განმავლობაში მიიღებთ საბაზისო ცოდნას, რაც დაგეხმარებათ პროგრამირების სფეროში განვითარებისთვის და მომავალში პითონის საფუძვლიანად შესწავლაში.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

კურსი განკუთვნილია IX-XII კლასის მოტივირებული სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან, რომლებსაც სურთ შეისწავლონ პროგრამირების საფუძვლები.

აღნიშნული კურსი არის დამწყებებისთვის, შესაბამისად არ საჭიროებს საბაზისო ცოდნას

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის, 21 ნოემბრისა.

►სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე:https://bit.ly/3E5yCuQ

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 30 მოსწავლეს, შესაბამისად, ადგილები შეზღუდულია.

მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციის განხილვის საფუძველზე.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2022 წლის  24 ნოემბრისა

ფორმატი

კურსი ჩატარდება დისტანციურად, პლატფორმა ზუმის გამოყენებით.

სამუშაო ენა: ქართული

ტრენინგის ხანგრძლივობა- 1,5 საათი

შენიშვნები: კურსის ბოლოს სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20 %-ს. 

აღნიშნული კურსი არის უფასო

ფაბლაბ ილიაუნი –https://bit.ly/2IOWh7Z

#python #pythoncourse #fablabiliauni  #Iliauni

2022 წელი
ბანერები