


პროგრამირების საერთაშორისო არაფორმალური ოლიმპიადა Proggy-Buggy
ახალი ამბები
12 ნოემბერს DATA ART-მა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან თანამშრომლობით ჩაატარა პროგრამირების საერთაშორისო არაფორმალური ოლიმპიადა Proggy-Buggy.
ოლიმპიადის მონაწილეები 42 წუთის განმავლობაში (წიგნის Hitchhiker's Guide to the Galaxy მიხედვით, „სიცოცხლე, სამყარო და ყველაფრის“ შესახებ უნივერსალური პასუხია 42) შეეცადნენ 13 სხვადასხვა დავალების ამოხსნას.
დავალებები სრულდებოდა კონსოლის აპლიკაციაში. პირველ საფეხურზე მონაწილეებს უნდა აერჩიათ სამუშაო პროგრამირების ენა შემოთავაზებული სიიდან: C, C++, Free Pascal, Java, Mono C#, Python, Ruby, PHP, JavaScript.
ოლიმპიადის გამარჯვებული გახდება ჯგუფი ან ინდივიდუალური მონაწილე, რომელიც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად ამოხსნის დავალებების უმეტეს ნაწილს.
დამატებითი ინფორმაციისთვის: https://proggy-buggy.com/
2022 წელი
გალერეა