


2015 წლის Turnitin გლობალური ინოვაციის კონკურსის ნომინაციაში „სტუდენტთა ჩართულობა“ ილიაუნი დასახელდა რეგიონში ერთ-ერთ პირველ უნივერსიტეტად, რომელიც წარმატებით იყენებს პროგრამას Turnitin
ახალი ამბები
2015 წლის Turnitin გლობალური ინოვაციის კონკურსის (Turnitin Global Innovation Awards) ნომინაციაში „სტუდენტთა ჩართულობა“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის Turnitin გამოყენება აღინიშნა, როგორც ევროპაში წარმატებული პრაქტიკა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასახელდა რეგიონში ერთ-ერთ პირველ უნივერსიტეტად, რომელიც სასწავლო პროცესში წარმატებით იყენებს პროგრამას Turnitin.
Turnitin გლობალური ინოვაციის კონკურსის (Turnitin Global Innovation Awards) ნომინაცია „სტუდენტთა ჩართულობა“ ავლენს აკადემიურ შედეგებთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის სრულყოფილი უკუკავშირის მიწოდების ეფექტურ სტრატეგიებს. პროგრამის Turnitin გამოყენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფილ იქნა უკუკავშირის მიწოდება საბაკალავრო საფეხურის ზოგადი მოდულის სტუდენტებისთვის. შემდგომ ეტაპებზე დაგეგმილია სხვადასხვა საფეხურის პროგრამების კომპონენტებში მისი ინტეგრირება.
Turnitin მსოფლიო ლიდერია პლაგიატის გამოვლენაში, სტუდენტების შეფასებისა და უკუკავშირის უზრუნველყოფაში. ის ემსახურება 26 მილიონ სტუდენტს მსოფლიოს 140 ქვეყანაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდ მადლობას უხდის ზოგადი მოდულის ყველა მასწავლებელს/ლექტორს, ვინც სასწავლო პროცესში იყენებს პროგრამას Turnitin და ამით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აკადემიური პატიოსნების პრინციპების დაცვასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.