


პროგრამა
პროგრამა "კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის" ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია კვლევების განვითარება. პროგრამა ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს კვლევითი პროექტების ფარგლებში ჩაატარონ კვლევა, რომლიც ევროპული კვლევის სტანდარტებთან დაახლოვებული იქნება.
პროგრამის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებს აკადემიურ სფეროში კარიერის გაგრძელებაში. პროექტების დაფინანსებით პროგრამა საშუალებას მისცემს მათ ევროპული აკადემიური სტანდარტების თანახმად განახორციელონ სამეცნიერო პროექტები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2010 წლის 12 თებერვალს, პროგრამის ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ვორკშოპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი საგანმამათლებლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.
ვორკშოპის მიზანი იყო დისკუსიის გამართვა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში კვლევებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე და საერთო თემატიკის შერჩევა საგრანტო კონკურსისთვის, რომლის ფარგლებშიც პროგრამა დააფინანსებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევით პროექტებს დემოკრატიზაციის/ტრანსფორმაციის პერიოდისთვის აქტუალურ თემებზე. პროექტების შერჩევა მოხდება საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს მიერ.
ვორკშოპის მონაწილეებმა იმსჯელეს საგრანტო პროექტების შესაძლო ფოკუსზე და შეარჩიეს სამი თემა, რომელთა ფარგლებშიც მოხდება კვლევითი პროექტების მხარდაჭერა. ესენია: ტრანსფორმაცია - იდენტობები - სოციალური კაპიტალი.
საგრანტო კონკურსი კვლევით პროექტებზე გამოცხადდება 2010 წლის გაზაფხულზე.