ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროფესორი ჰანს დეკერი ილიაუნიში

16 ნოემბერს ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰანს დეკერის საჯარო ლექცია თემაზე: „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გლობალიზებულ მსოფლიოში“/”Corporate Social Responsibility in Globalizing World”.

ლექციაზე პროფესორმა ისაუბრა ბიზნესის კეთებასა და კორპორაციების ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორებზე. პროფესორი დეკერი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა კულტურული და სოციალური გარემო, რომელიც კორპორაციებს ხვდებათ სხვადასხვა ქვეყანაში. ლექციის შემდგომ პროფესორმა უპასუხა აუდიტორიაში დამსწრეთა კითხვებს.

შეხვედრა გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეგიდით.

ბანერები