


პროფესორი ფოლკე ლინდალი ილიაუნიში
26 ივლისს, „თავისუფალი მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის“ ხელმძღვანელთა მოწვევით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფოლკე ლინდალი ეწვია.
ამერიკელმა პროფესორმა სტუდენტებისთვის პირველი ლექცია უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართა. სალექციო კურსში უნივერსიტეტის 30-მდე სტუდენტი იღებს მონაწილეობას. პროფესორი ფოლკე ლინდალი სტუდენტებისთვის ლექციებს 26 ივლისიდან - 10 აგვისტოს ჩათვლით წაიკითხავს. ძირითად სალექციო მასალას წარმოადგენს ე.წ. "ფედერალისტური წერილები", რომელიც საფუძვლად დაედო ამერიკის კონსტიტუციას. აგრეთვე, სტუდენტები განიხილავენ იმ ცვლილებებს, რომელზეც საქართველოს საკონსტიტუციო კომისია მუშაობს, გაავლებენ პარალელებს სახელმწიფოს მოწყობის ქართულ და ამერიკულ მოდელებს შორის.
ვინაიდან ჩვენი ქვეყნისათვის კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხები აქტუალური და მნიშვნელოვანია, პროფესორი ყურადღებას გაამახვილებს ქართულ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე.