ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროფესორ ნახუცრიშვილის წარმატება

გერმანიაში გამომცემლობა „შპრინგერმა“ (Springer) გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, გია ნახუცრიშვილის წიგნი: „საქართველოს მცენარეულობა (სამხრეთი კავკასია)“   (G. Nakhutsrishvili, The vegetation of Georgia (South Caucasus), 235 p., Geobotany Studies, DOI 10, 1007/978-3-642-29915-5_5, ©Springer-Verlag Berlin Heidelberg 2013.

წიგნში განხილულია საქართველოს, მათ შორის, ნახევრადუდაბნოს, სტეპის, ტყეების, ტყის ზედა საზღვრის, მაღალმთის და სხვ. მცენარეული საფარის მრავალფეროვნება,  მოწოდებულია ცნობები საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის კვლევის ისტორიის შესახებ. მოცემულია საქართველოს მაღალმთაში მრავალწლიანი ფიტოეკოლოგიური და გეობოტანიკური კვლევების ანალიზი და ყურადღება გამახვილებულია ალპურ ეკოსისტემებზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგებზე და მცენარეთა ადაპტაციურ სტრატეგიებზე. წიგნი უხვადაა ილუსტრირებული ფერადი ფოტოებით, სქემებითა და დიაგრამებით. ნაშრომის განსაკუთრებული ღირსება გეობოტანიკური სიებია, რაც მცენარეული თანასაზოგადოებების მრავალწლიანი აღწერების შედეგადაა დაგროვილი და უნიკალურ ფაქტობრივ მასალას წარმოადგენს.

წიგნი საინტერესო იქნება მეცნიერთათვის, დოქტორანტებისა და სტუდენტებისთვის, აგრეთვე საქართველოს მრავალფეროვანი ფლორისა და მცენარეულობის შესწავლით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის.

ბანერები