ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროფესიული აქსელერაციის პროგრამა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში

ახალი ამბები

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი აცხადებს პროფესიული აქსელერაციის პროგრამას ტექნოლოგიური სფეროებით დაინტერესებულთათვის.

თუ გაინტერესებს ICT მენეჯმენტი, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ინტერფეისის დიზაინი, Python, Front-End (HTML, CSS, JavaScript), Front-End (React), გარკვეული ცოდნა გაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ გაკლია პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ ახალ რეალობაში გადმონაცვლების დროა.

კიბერლაბორატორია UniLab-ი გთავაზობს პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და ახალ, თავბრუდამხვევ დავალებებთან შეჭიდებას. პროგრამის მონაწილეებს საშუალება გექნებათ იმუშაოთ რეალურ პროექტებზე, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და შექმნათ საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარებათ.

როგორ მივიღო მონაწილეობა პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსო ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.

შეავსე სააპლიკაციო ფორმა

აირჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და შეავსე ფორმა: https://cutt.ly/P8OgQ8P

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2023 წლის 26 მარტი, 23:59 საათი

შერჩევის ეტაპები

  • პირველი ეტაპი: სააპლიკაციო ფორმით გათვალისწინებული სატესტო დავალებების განხილვა;
  • მეორე ეტაპი: დამატებითი ტესტირება ან გასაუბრება.

პროფესიული აქსელერაციის პროგრამის ხანგრძლივობა და ფორმატი

პროგრამა წარიმართება დისტანციურად. 4 თვის განმავლობაში მენტორებთან ერთად რეალურ პროექტებზე მუშაობის საშუალება გექნებათ.

ვისთვის არის განკუთვნილი პროფესიული აქსელერაციის პროგრამა?

  • მისთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა სასურველი მიმართულებით, მაგრამ აკლია პრაქტიკული გამოცდილება. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანმა თავად მიიღო ეს ცოდნა ინტერნეტის საშუალებით, თუ რომელიმე კურსი გაიარა, მთავარია, მას ჰქონდეს საბაზისო ცოდნა და განვითარების სურვილი;
  • დღეს დამსაქმებელი ნებისმიერ პოზიციაზე ითხოვს სამუშაო გამოცდილებას. ბევრი ადამიანი კი იმის გამო, რომ აქვს გარკვეული ცოდნა, მაგრამ არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, ანუ არ უმუშავია რეალურ პროექტებზე, სამსახურს ვერ პოულობს. UniLab-ის პროგრამა სწორედ ასეთებისათვისაა. 4 თვის განმავლობაში თქვენ შექმნით საკუთარ პორტფოლიოს იმ პროექტებით, რომლებზეც რეალურად მოგიწევთ მუშაობა.

შესაბამისად:

  • თუ ადამიანს არ აქვს ცოდნა, მან უნდა გაიაროს შესაბამისი სასწავლო კურსი ან თვითგანათლებით მიიღოს შესაბამისი ცოდნა;
  • თუ ადამიანს აქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ არ აქვს გამოცდილება, ეს პროფესიული აქსელერაციის პროგრამა მისთვის არის განკუთვნილი;
  • ხოლო თუ ადამიანს აქვს ცოდნა და გამოცდილება, მაშინ მას შეუძლია სამსახური იშოვოს და პროფესიული აქსელერაციის პროგრამა აღარ სჭირდება.

როგორ მუშაობს პროფესიული აქსელერაციის პროგრამა?

  • პროფესიული აქსელერაციის პროგრამა უფასოა. დიდი კონკურენციის გამო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს მოუწევთ საკონკურსო დავალების შესრულება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან კანდიდატები;
  • სტანდარტული სამსახურისგან განსხვავებით, პროგრამის მონაწილეებს 4 თვის განმავლობაში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში დაეხმარებიან მიმართულების მენტორები. ისინი მონაწილეებს პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხებენ.
2023 წელი
ბანერები