ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ გამარჯვებული ცნობილია

ახალი ამბები

გამოვლინდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ გამარჯვებული.

კონკურსში, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოში აკრედიტებული საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების VIII-XII კლასების მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.

პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა ლიტერატურული გმირები გააცოცხლეს და 30-მდე ჩეთბოტი შექმნეს. ფინალში გავიდა ოთხი საუკეთესო კონკურსანტი, რომელთაგან ჟიურიმ გამარჯვებული გამოავლინა.

კონკურსის გამარჯვებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ხოხიაშვილი, რომელმაც დათა თუთაშხიას გმირის ენობრივი ასლი შექმნა და მასთან დიალოგი ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი გახადა.

მარიამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს.

დათა თუთაშხიას ჩეთბოტთან სასაუბროდ ეწვიე ბმულს: https://bit.ly/3KbmM37

მოსწავლეების მიერ შექმნილი ჩეთბოტები შეაფასა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:

  • დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე
  • მწერალი ზურა ჯიშკარიანი
  • მწერალი და Next.on.ge-ის სამეცნიერო რედაქტორი დათო სამნიაშვილი

პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ ფარგლებში შექმნილი ყველა ენობრივი ასლი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2WffozT

2022 წელი

ბანერები