


პროექტი "Speak Up in Georgia" - დასკვნითი ღონისძიება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის "Speak Up in Georgia" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმატებულმა კომპანიებმა და პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები და გამოცდილება გაუზიარეს.
დასკვნითი ღონისძიების მიზანი არაფორმალური განათლების რეკლამირება, ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება და კომპანიების იმიჯის გაზრდა გახლდათ. კონფერენციაზე საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ლიდერული უნარ-ჩვევები ახალგაზრდებში და კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების აუცილებლობა, განათლების როლი და ბიზნეს-გარემო საქართველოში.პროექტი "Speak Up in Georgia" საინიციატივო გუნდ Y.E.S. -ის (Young English Speakers) მიერ განხორციელებული ინგლისურენოვანი ინოვაციაა საქართველოში, რომლის მიზანი სტუდენტებისთვის ინგლისურ ენაზე საუბრის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა და ლიდერული უნარ–ჩვევების განვითარებაა. აღნიშნულ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას პროექტის მონაწილე 70 სტუდენტი ორი თვის განმავლობაში ეუფლებოდა.