ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტი “ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს”

ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციების - კავშირი "ჩვენი ბავშვები" და "მზის შვილები" - ორგანიზებით, ხორციელდება პროექტი "ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს". პროექტი გულისხმობს ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე ბავშვთა უფლებების კონვენციაზე საუბარს, იანუშ კორჩაკის ნაწარმოების - "მეფე მათიუშ I" - მიხედვით. მიღებული ინფორმაციის შემდეგ ბავშვები, უფროსების დახმარებით, შექმნიან პლაკატებს, ტრანსპარანტებს, მესიჯებს, ლოზუნგებს და ისაუბრებენ თავიანთი უფლებებისა და სურვილების შესახებ. პროექტში მონაწილეობას ღებულობს 30 ბავშვი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
ინტეგრირებულ ჯგუფს ნატო სულხანიშვილი (ბაბილინა) და კახა კინწურაშვილი შეხვდებიან სპეციალისტებთან ერთად.

1-ლი ივნისი, 11:00 საათი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა უმასპინძლა ბავშვებთან შეხვედრას, სადაც ისინი გაეცნენ ბავშვთა უფლებების კონვენციას და იანუშ კორჩაკის ნაწარმოებს "მეფე მათიუშ I"

3 ივნისი, 14: 00 საათი. ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ბავშვებმა შექმნეს პლაკატები და ტრანსპარანტები თავიანთი უფლებების შესახებ.

7 ივნისი, 11:00 საათი. ბავშვთა თეატრალიზებული მსვლელობა ტრანსპარანტებით - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე.
13:00 საათი. ლისის ტბაზე ბავშვები გამართავენ თეატრალიზებულ წარმოდგენას, გამოიტანენ შექმნილ ტრანსპარანტებს, პლაკატებს და დააფიქსირებენ თავიანთ უფლებებს. გაიმართება ღია პიკნიკი, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებისათვის საყვარელი მომღერლები, მსახიობები, ლიტერატორები და მხატვრები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლია ტაბატაძე : 597110935
გოჩა გაბოძე : 598359050
ინგა ლოლაძე: 557763400

პროექტის მხარდამჭერები:

✔”ბავშვის განვითარების ინსტიტუტი”
✔”საქართველოს პორტიჯის ასოციაცია”
✔”ლისი დეველოპმენტი”
✔შპს ”დიო”
✔შპს ”ბარამბო”
✔სს ”ლომისი”
✔შპს "ნუგეში"
✔შპს ”ლიტვური საცხობი”

ბანერები