


პრეზენტაცია: ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”
პარასკევს, 14 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”.
შეხვედრის მიზანი იყო ქ. თბილისის მერიის პროექტის - ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” - პოპულარიზაცია. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალ ეკონომისტთა კლუბი (FESC), ტურიზმის სტუდენტური კლუბი და საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია.
პრეზენტაციას დაესწრნენ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც მერიასთან ერთად მუშაობენ პროექტზე ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”.მომავალ ეკონომისტთა კლუბის (FESC) და ტურიზმის სტუდენტური კლუბის წევრებმა გააკეთეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რაც ასახავს თბილისის მასშტაბით საცხოვრებელი ფონდების მდგომარეობას და მოსახლეობის დამოკიდებულებას ახალი ეკონომიკური პროექტისადმი. შეხვედრაზე სტუდენტებმა მერიის წარმომადგენლებისგან საინტერესო შემოთავაზებები მიიღეს და მომავალი საქმიანი თანამშრომლობები დაგეგმეს.