


პრეს-რელიზი WASTEnet პროექტის შესახებ
ახალი ამბები
პრეს-რელიზი WASTEnet პროექტის შესახებ
10-11 იანვარი, 2014 წელი
2014 წლის 10-11 იანვარს რუმინეთის ქალაქ ტულჩაში ჩატარდა პროექტის „შავი ზღვის ქსელის ხელშეწყობის ბუნებრივი გამწმენდი სისტემები- WASTEnet“ მეორე სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრას მასპინძლობდა პროექტის რუმინელი პარტნიორი- დუნაის დელტას კვლევის და განვითარების ეროვნული ინსტიტუტი.
WASTEnet პროექტის მიზანია ხელოვნური ჭაობების მეშვეობით ნარჩენების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის ბუნებრივი სისტემების შესახებ საზოგადოების ფართო ფენების მოტივაცია. აქ განსაკუთრებით იგულისხმება პროექტში მონაწილე შავი ზღვის პირა ქვეყნების (რუმინეთი, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა, თურქეთი და საბერძნეთი) ადგილობრივი და რეგიონალური ლიდერები. ხელოვნური ჭაობების მეშვეობით ნარჩენების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის ბუნებრივი სისტემები იაფიც არის და გარემოსთვის აბსოლუტურად უსაფრთხოც. პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია 01/07/2013 - 30/06/2015,მთლიანი ბიუჯეტი კი € 633.302,33,რომლის 90% ფინანსდება „შავი ზღვის აუზის 2007-2013“ პროგრამიდან.
პროექტის მთავარი პარტნიორია კავალას (საბერძნეთი) წყლის და ჩამდინარე წყლების მუნიციპალური საწარმო. საბერძნეთის მხრიდან პროგრამული ნაწილის კოორდინატორია თრაკიის დემოკრიტეს უნივერსიტეტი. სხვა პარტნიორები არიან: სომხეთის ფონდის ამერიკული უნივერსიტეტი (სომხეთი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), მდინარის მოვლის საერთაშორისო ეკოლოგიური ასოციაცია ეკო-ტირასი (მოლდოვა), დუნაის დელტას კვლევის და განვითარების ეროვნული ინსტიტუტი (რუმინეთი), ოდესის სახელმწიფო რეგიონული ადმინისტრაცია (უკრაინა), კოჩაელის წყლის და საკანალიზაციო ადმინისტრაცია (თურქეთი), იელოვას უნივერსიტეტი (თურქეთი).
საქართველოდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები-ზურან ჯავახიშვილი და ქეთევან კუპატაძე.
შეხვედრის ფარგლებში პარტნიორებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები პროექტში გათვალისწინებული ყველა აქტივობის შესახებ. ძირითადად საუბარი იყო: პროექტში საზოგადოების ფართო ფენების ჩართვაზე, შესაბამისი სფეროსთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, პროექტის ფარგლებში მოწოდებული მეთოდების თვალსაჩინოდ წარმოჩენის ხერხებზე და იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც დაინტერესებულნი უნდა იყვნენ ხელოვნური ჭაობით ნარჩენი და ჩამდინარე წყლების გაწმენდაზე.
შემდეგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება ოდესაში (უკრაინა).