


პრეაქსელერაციის პროგრამა რაჭა-ლეჩხუმში
ახალი ამბები
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციირებითა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში ცხადდება პრეაქსელერატორის პროგრამის პირველი ეტაპი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში.
პროგრამას ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი.
პრეაქსელერაციის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, სტარტაპ და ინოვაციური ეკო-სისტემის, ადგილობრივი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათ მონაწილეობას ინოვაციური სტარტაპიდეების გენერირებასა და განხორციელებაში.
პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს:
- მონაწილეებს სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენაში საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე;
- რეგიონული სტარტაპების ფორმირება/განვითარებას;
- ახალგაზრდა ინოვატორებს შორის მყარი კავშირების გაჩენასა და მათთვის კოლაბორაციის უპირატესობათა დემონსტრაციას წარმატებული სტარტაპების მაგალითზე;
- რეგიონებში GITA-ში არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდასა და პრეაქსელერატორის პროგრამის შემდგომ კურსდამთავრებულების მომზადებასა და მონაწილეობას სააგენტოს საგრანტო პროგრამისთვის – ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის (25 000 ლარამდე).
- პრეაქსელერაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ რაჭა-ლეჩხუმში მცხოვრებ 16 წლის ზემოთ ასაკის ახალგაზრდა ანტრეპრენერებს ან პირებს, რომელთაც სურთ, თავიანთი ინოვაციური იდეების განვითარება და სტარტაპად ჩამოყალიბება.
- პროგრამა დასრულდება დემო დღით, როდესაც მონაწილეები იდეებს წარადგენენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენელთა, – მიიღებენ დეტალურ უკუკავშირს თავიანთ პროექტებზე 25 000-₾არიან საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე, ასევე დაინტერესებული მხარეებისა და პოტენციური ინვესტორების წინაშე.
შერჩევის კრიტერიუმები:
- იდეის ინოვაციურობა (ინოვაციური მოწყობილობა, სერვისი ან/და პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაცია და ა.შ.) – 10 %
- სტარტაპიდეის რეალისტურობა, განხორციელებადობა – 10 %
- პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია – 80 %
პროგრამა იყოფა 4 ძირითად ნაწილად:
იდეების გენერირება – იდეების გენერირების პროცესის ხელშეწყობა, ტრენინგები შემოქმედებითი აზროვნების, აზროვნების დიზაინის მიმართულებით;
ვალიდაცია – შექმნილი იდეების პროტოტიპირების, პროდუქტის ბაზარზე მორგებისა და ტესტირების ტექნიკების შესწავლა და განხორციელება პროგრამის შიდა მცირე დაფინანსების ფარგლებში;
ფინანსების მოძიება – სტარტაპის ფინანსები, ბიუჯეტირება და საგრანტო განაცხადის მომზადება, განსაკუთრებული აქცენტი GITA-ს საგრანტო პროგრამაზე – ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის (25 000 ლარამდე), მისთვის მომზადება და განაცხადების წარდგენა მონაწილეთა მზაობიდან გამომდინარე;
საინვესტიციო პიჩის მომზადება – პიჩინგის ტრენინგები, საინვესტიციო შეთავაზების მომზადება.
პროგრამა დაიწყება 12 მაისიდან
პროგრამა დასრულდება 11 ივნისს დემო დღით
ადგილმდებარეობა: ონი (ზუსტი ადგილმდებარეობა დაზუსტდება)
სამუშაო ენა: ქართული
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/UhK8nZx7fmxK17cd8
რეგისტრაციის ვადა: 10 მაისი, 23:59 საათი
2023