


პრაქტიკა ქცევის გამოყენებით ანალიზში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ 6- კრედიტიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „პრაქტიკა ქცევის გამოყენებით ანალიზში“.
პროგრამა დამტკიცებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ და მისი მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპიის განხორციელებაში და სუპერვიზიით გამოიმუშაონ შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- სუპერვიზიის ქვეშ დაეუფლონ ქცევაზე დაკვირვებისა და ქცევის გაზომვის სხვადასხვა მეთოდს, ისწავლონ რთული ქცევის მართვის სტრატეგია და ახალი უნარების გამომუშავების ტექნიკა.
- განვითარების დარღვევის მქონე ბავშვსა და მოზარდთან სუპერვიზიის ქვეშ ქცევითი თერაპიის განხორციელებას.
სასერტიფიკატო პროგრამა ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს (BACB) მიერ რეგისტრირებული ქცევის ტექნიკოსისთვის (RBT) დადგენილ მოთხოვნებს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე;
საკონტაქტო საათების რაოდენობა: 60
პროგრამა განკუთვნილია სპეციალისტებისთვის, რომლებიც გეგმავენ ან უკვე მუშაობენ აუტიზმის სპექტრის ან ფსიქიკური განვითარების სხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებთან.
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა: პროგრამაში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური სამუშაოს ან მედიცინის სფეროში და გავლილი ჰქონდეს ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო თეორიული კურსი (სულ მცირე 40 საათის მოცულობით).
დაწყების თარიღი: 26 სექტემბერი
ღირებულება: 700 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/dUEHHWHn3Y8pzXi88
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 389 435
2022 წელი