ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

"პოსტ / კლასიკა" წიგნების ახალი სერიის გამოშვება

”პოსტკლასიკა”-ასე ჰქვია წიგნების ახალ სერიას, რომლის გამოცემაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნულობის კვლევის ინსტიტუტმა დაიწყო. ითარგმნება და გამოიცემა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე მოკლე ტექსტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თეორიული აზროვნების განვითარებაზე.7 დეკემბერს წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” პირველი წიგნის პრეზენტაცია შედგა. ეს იმანუელ კანტისა და მიშელ ფუკოს იმ ტექსტების თარგმანია, რომლებიც ცდილობენ პასუხი გასცენ შეკითხვას: "რა არის განმანათლებლობა?" ამ ტექსტების მნიშვნელობა განმარტებულია გიგი თევზაძის წერილში, რომელიც წიგნის შესავალს წარმოადგენს.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია და რექტორი გიგი თევზაძე. სერიის ავტორების თქმით, სერიაში შევა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე  ძალიან მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ტექსტების მოკლე თარგმანები, რომელთა ნაკლებობასაც განიცდის  ქართულ ენაზე ნათარგმნი აღნიშნული შინაარსის ლიტერატურა. უახლოეს მომავალში ამ სერიის კიდევ სამი წიგნი გამოვა.

ბანერები