
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
პორტფოლიოს წარმოება ადრეულ განათლებაში – ცხადდება მიღება ილიაუნის პროგრამაზე
ახალი ამბები
ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 3-კრედიტიან (45 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე:
- დაკვირვება, შეფასება, დაგეგმვა ადრეული განათლების პრაქტიკაში
კურსის მონაწილეები განივითარებენ პორტფოლიოს წარმოების უნარს.
ლექციები ჩატარდება 29 მაისიდან კვირაში 3-ჯერ (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს), 18:00-დან 21:00 საათამდე, დისტანციურად.
მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/k9cHREN2S48zucEv7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 21 მაისი
სწავლის საფასური: 290 ლარი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91
2023