ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი ილიაუნიში

ახალი ამბები

2016 წლის 23 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია პოლონეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, იენ ჯიეჯიჩაკის, ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ პოლონეთის სეიმის დეპუტატი, საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მალგოჟატა გოშიევსკა, პოლონეთის ელჩი საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკი და  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ პოლონურ ენას.

პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროსა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიმდინარეობს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს პოლონური ენის სწავლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. კურსს უძღვება პოლონეთიდან საგანგებოდ მოწვეული პოლონური ენის მასწავლებელი, ქალბატონი რეგინა მარია ვოიტონი.

ბანერები