ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პოლონელი სტუდენტები ილიაუნიში

2010 წლის 10 - 22 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს სტუდენტებსა და პროფესორებს პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტიდან (პოლონეთი). ტურიზმის მომავალი მენეჯერები სასწავლო პრაქტიკას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაივლიან.
დღეს პოლონელი სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ, ტურიზმის მომავალ მენეჯერებს მასპინძელი უნივერსიტეტი პროფესორმა დიმიტრი ჯაფარიძემ გააცნო.

ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკულ სასწავლო კურსში შედის როგორც თბილისის, ასევე რეგიონების დათვალიერება. ძველი თბილისი, სიღნაღი, ბოდბე, დედოფლისწყარო, წინანდალი, აბასთუმანი, ბორჯომ-ხარაგაული, ვარძია, ქუთაისი, ბათუმი, - ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც პოლონელი სტუდენტები ტურისტული თვალსაზრისით შეისწავლიან.

ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში უკვე განხორციელდა ერთი სტუდენტური გაცვლითი პროგრამა ტურიზმის მენეჯმენტში პრაქტიკული კურსის გავლის მიზნით. მიმდინარე წლის 29 ივნისიდან - 12 ივლისამდე ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სტუდენტების ჯგუფს.

ბანერები