ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაცია

ახალი ამბები

2014 წლის 2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამასთან (MPA) არსებული საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ორგანიზებით, მოეწყო პრეზენტაცია-დისკუსია საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პოლიტიკის ანგარიშისა - „აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდთა ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სერვისების კვლევა“.
ანგარიში მოამზადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრმა, USAID-ის  ფინანსური მხარდაჭერით, EWMI-G-PAC-ის პროექტის ფარგლებში.

აღნიშნული ანგარიშით განხორციელდა საქართველოში  აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდების (ასა-ს) მიმართ არსებული სამთავრობო და არასამთავრობო სერვისების კვლევა და მათი შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებთან; კვლევის საფუძველზე შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები ასა-ს სერვისის მიმწოდებელი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.

აღნიშნული კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და მსგავსი კვლევების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ, EWMI-G-PAC პროგრამის მრჩეველმა საჯარო პოლიტიკის დარგში, ჯეისონ სვონტეკმა, და ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბავშვისა და მოზარდის განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ჭინჭარაულმა.

პრეზენტაციის დასასრულს კვლევის ავტორებსა და ამ საკითხზე მომუშავე ექსპერტებს შორის  გაიმართა დისკუსია.

პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციას საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციის  წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი მომავალშიც გეგმავს მსგავს პრეზენტაცია-დისკუსიებს ჯანდაცვისა და განათლების პოლიტიკის სხვა აქტუალურ თემებზე.

ფოტოგალერეა

ბანერები