ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პირველკურსელთა საზეიმო დახვედრა

27 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელებს სწავლის დაწყება სტუდენტურმა თვითმმართველობამ მიულოცა და საუკეთესო ქულებით ჩარიცხულ 10 სტუდენტს წიგნები და სხვა საჩუქრები გადასცა.

”შესავალი თანამედროვე აზროვნებაში” (ოთხი ტომი), ”აკადემიური წერა დამწყებთათვის”, რონალდ ასმუსის ”მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა”, ჩანთა და საქაღალდე, - ეს ის საჩუქრებია, რომლებიც საუკეთესო ქულებით ჩარიცხულმა პირველკურსელებმა სტუდენტური თვითმმართველობისგან მიიღეს ჯილდოდ. სამართლის ფაკულტეტზე ჩარიცხულებმა - გვანცა მოდებაძემ და გიორგი ნონიაშვილმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადეს სტუდენტურ თვითმმართველობას.

პირველკურსელებს სწავლის დაწყება ასევე, მიულოცეს სპორტის და ახლგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ალეკო სილაგაძემ და ქალაქ თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა - თორნიკე ხუციშვილმა.

2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სულ 1474 სტუდენტი ჩაირიცხა.

 

 

ბანერები