
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
პირველკურსელთა რეგისტრაცია
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 1 სექტემბრიდან 15-ის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) შემდეგ მისამართებზე:
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – მის.: ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი B101;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – მის.: გ.წერეთლის გასასვლელი N3 ოთახი S103;
- სამართლის სკოლა – მის.: ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 404;
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი –მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, E კორპუსი, უნიფუდის ტერიტორია.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
- უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
- 1 ფოტოსურათი ზომით 3/4-ზე და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
- სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.
18 წლამდე აბიტურიენტს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და თან იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მეურვემ – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები).
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.
2022 წელი