


პირველი ლიტერატურული ალმანახი
”აწყვეტილი ღილები” - ეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველი ლიტერატურული ალმანახი, რომლის პრეზენტაცია 18 ნოემბერს წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართა.
წიგნში შესულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების - თამარ აბრამიშვილის, ეთო ივანელაშვილის, დავით კამკამიძის, თათია კობიძის, თამარ კომახიძის, მარიამ თავართქილაძის, ნინო ღავთაძის, ირაკლი შარმიაშვილისა და მარიამ წირღვავას შემოქმედება. ავტორებმა თავად წარადგინეს კრებული და დამსწრე საზოგადოებისთვის ლექსები წაიკითხეს.
წიგნი, რომლის რედაქტორები არიან გივი ალხაზიშვილი, ცირა ბარბაქაძე, გიორგი კეკელიძე, პაატა შამუგია, ბელა წიფურია და ლელა ხომერიკი, დაბეჭდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.
რექტორის ინიციატივით ლიტერატურული ალმანახი პერიოდულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გამოვა.