ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პირველად - როჯერ ზელაზნი ქართულ ენაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" როჯერ ჯოზეფ ზელაზნის წიგნის, "ამბერის ცხრა პრინცის" პრეზენტაცია გაიმართა.

"ამბერის ცხრა პრინცი" "ამბერის ქრონიკების" ათი რომანიდან პირველია. ის პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ ითარგმნა და გამოიცა.

წიგნზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ  და ემერიტუს პროფესორმა ქ-ნმა ნათელა იმედაძემ ისაუბრეს. მათ აღნიშნეს რომ ”ამბერის ქრონიკები” ყველა თაობის მკითხველისთვის ერთნაირად საინტერესო საკითხავი იქნება.

როჯერ ჯოზეფ ზელაზნი ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრში შექმნილი მრავალი მოთხრობისა და რომანის ავტორია.  ის სამჯერ არის დაჯილდოებული "ნებიუმას" პრემიით და ექვსჯერ "ჰიუგოს" პრემიით. მის ნაწარმოებებში ხშირად აღწერილია ადამიანებისთვის თითქოს ცნობილი სამყარო მაგიის ელემენტებით და ზებუნებრივი არსებებით. ზელაზნის გმირებს შორის არიან როგორც რეალური ისტორიული პიროვნებები, ასევე პერსონაჟები ირლანდიელი, იაპონელი და ნორვეგიელი ხალხების მითოლოგიებიდან.

ბანერები