ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Pennovation ცენტრის ექსპერტისა და WorldUpStart-ის აღმასრულებელი დირექტორის კარინა სოტნიკის ვიზიტი

ახალი ამბები

10-15 ოქტომბერს აშშ-საქართველოს უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მენტორობის პროგრამით გათვალისწინებული ვიზიტით იმყოფებოდა პენსილვანიის უნივერსიტეტის Pennovation ცენტრის ექსპერტი და WorldUpStart-ის აღმასრულებელი დირექტორის კარინა სოტნიკი.

კარინა სოტნიკი პროფესიონალი ენტერპრენერი, მენტორი და მეწარმეა, რომელსაც აქვს ინოვაციური პროგრამების დახმარებით წარმატებული ეკონომიკური შედეგების მქონე სამეწარმეო ეკოსისტემების შექმნის ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება, ასევე სტარტაპებთან, უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აკადემიური ინოვაციის, კომპლექსური მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და მსოფლიო ბაზრებზე შესვლის პროგრამების სფეროებში მუშაობის დიდი გამოცდილება.

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამას (UCBP), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარებას, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერებას. 2022 წლის აპრილში პროექტის მონაწილეები აშშ-ში სასწავლო ვიზიტისას გაეცნენ ამერიკულ უნივერსიტეტების ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მართვის, ტექნოლოგიების გადაცემის, მეწარმეობის ხელშეწყობის სხვადასხვა მიდგომას და მეტი გაიგეს კვლევის კომერციალიზაციის შესახებ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკელი ექსპერტის ვიზიტის მიზანი იყო კონსულტაციების, მენტორობისა და საჯარო სემინარების მეშვეობით უნივერსიტეტის პერსონალის, სერვისებისა და პროგრამების აკადემიური სტუდენტური ინოვაციისა და კომერციალიზაციის პოტენციალის განვითარების მხარდამჭერი სტრატეგიის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციურობის გეგმა) შემუშავება.

ერთი კვირის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციამ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ეკოსისტემა – პროგრამები და სერვისები, განვითარების სამსახური, ფაკულტეტები, კვლევების კოორდინაციის სამსახური, კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები, უნილაბი, ტექნოლოგიური მეწარმეობის და ინოვაციების განვითარების ცენტრი, გამოთვლითი ცენტრი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩართულ მხარეებთან (საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი) და ამერიკელ ექსპერტთან ერთად შეისწავლეს უნივერსიტეტის ინოვაციების ეკოსისტემა, ისაუბრეს აკადემიური ინოვაციის წახალისებასა და ინსტიტუციურ პოლიტიკაზე, განიხილეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის წარსადგენი განათლების პროგრამა საქართველოში ინვესტორების მოსამზადებლად და ამ კულტურის გასაძლიერებლად, ასევე გააანალიზეს უნივერსიტეტში დანერგილი აკადემიური ინოვაციის პროცესი – კვლევების კომერციალიზაციის ეტაპები და მისი უნივერსიტეტის საჭიროებებზე მორგება. მხარეებმა იმსჯელეს ილიას უნივერსიტეტის სრული შემადგენლობის პროცესში ჩარსართავად (სტუდენტები, ფაკულტეტის თანამშრომლები, კურსდამთავრებულები) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აპლიკაციებისა და პროგრამული საშუალებების შექმნის პროგრამის დიზაინზე.

 2022 წელი

ბანერები