
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
პავლე კუბლაშვილი საარჩევნო რეფორმის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი ესტუმრა. მან სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია ”საარჩევნო რეფორმა საქართველოში”. პავლე კუბლაშვილმა ისაუბრა საქართველოში ახლად გატარებულ საარჩევნო რეფორმებზე, მიმოიხილა პრობლემები, რომლებიც არსებობდა საარჩევნო სისტემაში და ის სიახლეები, რომლითაც სახელმწიფომ ამ პრობლემების აღმოფხრა დაისახა მიზნად. ლექციის დასრულების შემდეგ ბატონმა პავლემ უპასუხა სტუდენტთა კითხვებს და მათთან ერთად იმსჯელა სიახლეების მოქნილობასა და ეფექტურობაზე.