ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პატრიკ სერიოს ლექციათა კურსი

16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ლოზანის უნივერსიტეტის პროფესორის, პატრიკ სერიოს /Patrick Seriot/  ლექციათა კურსი თემაზე: ”საბჭოთა კავშირის გაგება ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მეშვეობით: ომებს შორის პერიოდი”.

პირველი შეხვედრის თემა იყო ”რუსეთი აღმოსავლეთისკენ მიიწევს: ევრაზიის გამოგონება”.

სალექციო თემაზე გადასვლამდე პროფესორმა ჩაატარა იმ უნივერსიტეტის მცირე პრეზენტაცია, რომელსაც იგი წარმოადგენს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის რესურსები, რაც ლოზანის უნივერსიტეტს გააჩნია. პროფესორმა მოუწოდა მათ ამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისკენ, ამ შემთხვევაში ისინი უშუალოდ იქნებიან ჩართულნი იმ კვლევებში, რომელსაც პატრიკ სერიო ხელმძღვანელობს.

ბანერები