ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”ომის შვილები ერთი წლის შემდეგ” ფოტოგამოფენა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

15-23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ფოტოგამოფენას "ომის შვილები ერთი წლის შემდეგ". გამოფენა იმართება პროექტის ფარგლებში "კონფლიქტის გავლენა სამოქალქო საზოგადოებაზე" . გამოფენა ასახავს დევნილთა ცხოვრებასა და მათ პრობლემებს. სტუდენტებმა წარმოადგინეს აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა შესახებ მომზადებული ნამუშევრები. პროექტის განხორციელება დაიწყო 2009 წლის ივლისიდან, შეირჩნენ მონაწილეები საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან: თსუ, საქართველოს უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი. ოთხმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა და თორმეტმა სტუდენტმა წარმოადგინა საკუთარი ნამუშევრები დევნილთა ცხოვრების შესახებ. აგვისტოს თვეში მონაწილეებმა დევნილები მოინახულეს წეროვანში, გორსა და თბილისში და მოამზადეს ფოტომასალა.

გამოფენა გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში". დახურვის ღონისძიება გაიმართება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ბანერები