ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ოლიმპიადის "ბი-ჯი ლენგვიჯ" პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 წლის ინგლისურის ოლიმპიადის ”ბი-ჯი ლენგვიჯ”-ის სპონსორია. პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში. საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადა 5 თვითმართველ ქალაქსა და 59 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მე-3, მე-12 კლასის 10 000-მდე მოსწავლე. ოლიმპიადაში გამარჯვებულ ყოველ მეთორმეტე კლასელს დააფინანსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის ,,ბი-ჯი ლენგვიჯ“ ორგანიზატორია ა/ო „ბიზნესის ჯგუფი“, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

პრეზენტაციაზე უნივერსიტეტი წარადგინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგო რატიანმა, რომელმაც გამოხატა საკუთარი აზრი ოლიმპიადის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ასევე ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოლიმპიადის ტესტების შედგენას.

ინგლისურის ოლიმპიადა ,,ბი-ჯი ლენგვიჯ“ ორი ეტაპისგან შედგება. 4 დეკემბერს გაიმართება შესარჩევი ტური საქართველოს მასშტაბით, ხოლო 18 დეკემბერს ფინალი, რომელიც ჩატარდება თბილისში. ყველა კლასში გამოვლინდება საუკეთესო I, II და III ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით. კონკურსის საპრიზო ფონდია 10 000 ლარი.

ბანერები