ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ნინო რუხაძე -”საუკეთესო ნახატის ავტორი”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული დიზაინისა და დაზგური გრაფიკის უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ნინო რუხაძემ ამა წლის 21 მაისს მონაწილეობა მიიღო გამოფენაში, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული სტუდენტური დღეების ფარგლებში ჩატარდა. ნინომ გაიმარჯვა ნომინაციაში ”საუკეთესო ნახატის ავტორი”. ჟიურის წევრები იყვნენ ნიკა კემულარია, ნინო ფალავანდიშვილი და ბესიკ დუგაშვილი. 22 მაისს ვაკის პარკში გამართულ საზეიმო დაჯილდოებაზე ნინო რუხაძეს გადაეცა ბროლის თასი და სიგელი.

ბანერები