
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ნატოს გაფართოების პროცესის პერსპექტივები
30 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე–პრემიერმა გიორგი ბარამიძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. საუბრის მთავარი თემა იყო „ნატოს გაფართოების პროცესის პერსპექტივები“. ვიცე–პრემიერმა სტუდენტების დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ. შეხვედრის შემდეგ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა განაახლეს ნატოს კუთხე, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში უკვე წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს.