


NASA Space App Challenge 2022-ის ფინალური ღონისძიება
ახალი ამბები
2 ოქტომბერს გაიმართა NASA Space Apps Challenge 2022-ის ფინალი.
ჰაკათონის ორგანიზატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხარდამჭერი – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA • Tech Park). ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ: ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბი და Zoomout-ი.
ჰაკათონზე 550 ადამიანი დარეგისტრირდა, ფინალური ეტაპისთვის კი 310 ადამიანი შეარჩიეს და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან შემდგარმა გუნდებმა 55 იდეა წარმოადგინეს.
ჰაკათონი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური იყო, რადგან Space Apps თბილისთან ერთად სხვადასხვა რეგიონში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 8 რეგიონული ცენტრის ბაზაზე– ახმეტა, თელავი, გურჯაანი, კასპი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი– ერთდროულად ხორციელდება. მიმდინარეობდა?
ფინალი ერთდროულად გაიმართა სხვადასხვა ადგილზე და თითოეულზე 2 რჩეული გუნდი გამოვლინდა, რომელთა იდეებსაც NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ ნომინაციაზე წარადგენენ.
თბილისი
1.Fractal gen
გუნდის წევრები: დემეტრე საზონოვი, გიგი ჩალაგაშვილი, კონსტანტინე, ბახუტაშვილი, სანდრო ლორთქიფანიძე, გიორგი ჩხიკვაძე, სანდრო ღლონტი
2.Aster
გუნდის წევრები: ნიკოლოზ დვალი, ანა მკერვალიშვილი, ერეკლე ჯამრულიძე
ზუგდიდი
1.spaceminds
გუნდის წევრები: ელენე ჩიქავა, მამუკა მოლაშხია, ელენე ჩუხუა, ნიკოლოზ გოლანძია, ნინი ჭანია, მარიამ თოდუა
2.Odyssey
თელავი
1.MARTIANS
გუნდის წევრები: ანდრია სახეიშვილი, ნიკა ღამბაროვი
2. Number one
გუნდის წევრები: გეგა შავდათუაშვილი და მარიამ ნინუა
გურჯაანი
1."50%"
გუნდის წევრები: დიმიტრი პოპოვი, ნინო კოკილაშვილი, ნინო პეტრუზაშვილი, გიორგი ქაჩლიშვილი, თიკა მაწიაშვილი, ნინო ბეგაშვილი.
2. შამაია
გუნდის წევრები: ლუკა დემეტრაშვილი, ალექსანდრე გოდელაშვილი,თემური გიგილოშვილი, რატი ახალმოსულიშვილი, გიორგი ცხვედენაშვილი,ზურა წიკლაური.
ქუთაისი
1.GEN SPACE
გუნდის წევრები: ნიკოლოზ დენოსაშვილი , არჩილ ჯანგულაშვილი, გიორგი ხურციძე
2.LIONTECH
გუნდის წევრები: ქეთი გაბელაშვილი, მარიამ კოღუაშვილი, ნინი მამარდაშვილი, ლუკა კობახიძე, ელენე ქაფიანიძე, მათე კენჭაძე
ბათუმი
1.The image of the sound
გუნდის წევრები: ილია შავიშვილი, თეონა ზედანია მარიამ დაშნიანი, ირინე დავლაძე, ეთუკა ბერიძე, ლენა ჭაღალიძე
2.space JAM
გუნდის წევრები: მარიკა ცინცაძე, მირონ კოთულევი, ართა ზაფარაბადი,ჯაბა შაინიძე
ახმეტა
1.EMEN
გუნდის წევრები: მარიამ სვიმონიშვილი , ნინო სვიმონიშვილი
2.behind the stars
გუნდის წევრები: გიორგი ნაცვლიშვილი, მიშიკო შათირიშვილი, თემური ბაბულაიძე, თამარ ასათაშვილი.
კასპი
1.Innovators
გუნდის წევრები: ნია ინდუაშვილი, ლიზი ედიშერაშვილი, ანანო გივიაშვილი, მარიამ ბალახაძე
2.Save Planet:
გუნდის წევრები: ლაშა მეკრავიშვილი, რობი მეკრავიშვილი, ნათია როსებაშვილი, თამარ ესმაკურაშვილი
ოზურგეთი
1.Geoclimate
გუნდის წევრები: თორნიკე კვაჭანტირაძე, თიკო აბაშიძე, მარიამ ტოტოჩავა, ელენე ფასიეშვილი
2.VR in space
გუნდის წევრები: საბა ჩაჩუა, ლალი ცეცხლაძე
ადგილობრივი ჟიურის წევრები:
- ვახტანგ ბალავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელი;
- მერაბ ლაბაძე, ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი
- ნიკა მესხი, თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპერტი, კომპანია აგრო დრონის დამფუძნებელი
- ჯუანშერ ჯეჯელავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნაწილაკთა ფიზიკის მიმართულებით
- მარიამ გაგუა , Klarna-ს პროდუქტის მენეჯერი,
- ქეთევან ებანოიძე, Impact Hub-ის თანადამფუძნებელი
- საბა ჯაჯანიძე , პროექტების მართვის, ორგანიზაციული და ციფრული პროექტების განვითარების სპეციალისტი
- ელენე დარჯანია ექსპერიმენტების ხელმძღვანელი UNDP სწრაფი განვითარების ლაბორატორია
- ელენე ჟვანია, Impact Hub-ის თანადამფუძნებელი
- ლუკა ჩხეტიანი, ღრმა დასწავლის წამყვანი მკვლევარი AssemblyAI-ში
- თემურ მაღრაძე, კომპანიის skillwill აღმასრულებელი დირექტორი
- ქეთევან დათუკიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი
- მიშიკო ხვთისიშვილი, გურჯაანის ფაბლაბის მენეჯერი
ჰაკათონის პარტნიორი იყვნენ კომპანია Smart Digital და Edison Store ელექტრონული კომპონენტები, ჰაკათონის ქომუნითი პარტნიორი – კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების განვითარების ასოციაცია "CG Georgia".
NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 225 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.
2022 წელი