


ნანოტექნოლოგია და მომავლის ენერგეტიკის პერსპექტივები
18 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ სეიდ ისმატ შახის (დელავერის უნივერსიტეტი, აშშ) საჯარო ლექცია თემაზე: „ნანოტექნოლოგია და მომავლის ენერგეტიკის პერსპექტივები“.
დედამიწის წიაღში მყარი საწვავის მარაგის ამოწურვის შემდეგ ენერგიის წარმოებისათვის რამდენიმე ალტერნატიული გზა რჩება. ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება ეფუძნება ფოტოელექტრული ეფექტის გამოყენებას. მზის ბატარეების გამოყენების ზრდამ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ისეთ განვითარებად ქვეყნებშიც, როგორიცაა: ტაილანდი და ინდონეზია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა მაღალი ეფექტიანობის მქონე მზის სინათლის ელექტრულში გარდამქმნელების ახალი ნიმუშების შექმნა. უკანასკნელ ხანებში ამ მიმართულებით ტექნოლოგიური პერსპექტივების მქონე რამდენიმე ახალი მასალა იქნა მიღებული და გამოკვლეული. მოხსენებაში მიმოხილული იქნება მდგომარეობა მასალათმცოდნეობის ამ დარგში ნანომასალების გამოყენების პერსპექტივების თვალსაზრისით. შემოთავაზებულ იქნება ახალი ძიებისათვის მიმართულება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, არსებითად გავზარდოთ ფოტობატარეების ეფექტიანობა.