ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მთვარობის PR აქტიურობის ინდექსის პრეზენტაცია

23 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ”ილიაუნი ბიზნეს რევიუს” (IBR) მიერ მომზადებული კვლევის - ”მთვარობის PR აქტიურობის ინდექსის” პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

კვლევის ფარგლებში განხორციელდა დათვლა მხოლოდ იმ ორგანიზაციული PR მოვლენებისა, რომელსაც შესაბამისი სამინისტრო უწყება ასაჯაროებს და აქვეყნებს საკუთარ ვებ – გვერდზე ე.ი. საჭიროდ თვლის, გააცნოს საზოგადოებას. მასში მოიაზრება უწყების მონაწილეობით განხორციელებული საჯარო ღონისძიებები, წარმოდგენილი ანგარიშები, პრეზენტაციები, მნიშვნელოვანი შეხვედრები, ოფიციალური განცხადებები, ორგანიზაციური ცვლილებები, მიღწევები და აღიარებები.

ბიზნესის PR აქტივობის ისევე, როგორც საქართველოს PR აქტივობის ინდექსები, დამუშავების პროცესშია და მათი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის პერიოდულად, ყოველკვირეულ რეჟიმში ცნობილიგახდება 30 მაისიდან.

ბანერები