ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მსოფლიოს წამყვანი თეატრმცოდნეების კვლევები

საფრანგეთში თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ დაისტამბა მსოფლიოს წამყვანი თეატრმცოდნეების კვლევები 2008–2011 წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის თეატრში მიმდინარე პროცესების შესახებ. წიგნი–კრებული სახელწოდებით „Le monde du Theatre“ ოქსფორდის, ბრიუსელის და ფრანკლინის უნივერსიტეტების ერთობლივი გამოცემაა.

ქართულ თეატრზე წერილის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ხელოვნების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლევან ხეთაგური.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის წერილში მიმოხილულია ქართული თეატრი 2008–2011 წლებში. ავტორი ყურადღებას ამახვილებს რუსულ აგრესიაზე, რომელიც ყველაფერთან ერთად ქართულ თეატრსაც შეეხო, კერძოდ, საუბრობს სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრზე, რომლის ნაწილიც რუსული აგრესიის შედეგად დაიბომბა. ავტორი ასევე მიმოიხილავს ქართული თეატრის რეპერტუარს და განსაკუთრებით იმ სპექტაკლებს, რომლებიც  რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თემაზე შეიქმნა, მათ შორის გამოყოფს ბათუმის თეატრის სპექტაკლს „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“.

სტატიის სრული ვერსია ფრანგულ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.>>

ბანერები