


მოწვევა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად!
ახალი ამბები
კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გიწვევთ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად. კვლევის მიზანია შეისწავლოს კავშირი ენაბორძიკის სიმძიმეს, სუბიექტურ გამოცდილებასა და ცხოვრების ხარისხს შორის 12-დან 16 წლის ასაკის ენაბორიძიკის დიაგნოზის მქონე მოზარდებში.
მონაწილეობისთვის ვიწვევთ ენაბორძიკის მქონე 12-16 წლის ასაკის მოზარდებსა და მათ მშობლებს. შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით 2 საათს. კვლევაში მონაწილეობის შემთხვევაში, გარდა მეცნიერული და პრაქტიკული მიზნებისთვის გაწეული დახმარებისა, თითოეული მოზარდი მიიღებს ენაბორძიკის სიმძიმის შეფასების ანგარიშსა და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართდება შესაბამის სპეციალისტებთან.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 18:00-დან 21:00 საათამდე დაგვიკავშირდეთ ტელ.: 511200313
წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.
2023