


მოსწავლეთა მესამე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
ახალი ამბები
27 თებერვალს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, პროექტის - „ჯაჭვური რეაქცია“ - ფარგლებში, გაიმართა მოსწავლეთა მესამე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა როგორც სასესიო, ასევე საგამოფენო ფორმატში (მოდელები) წარმოადგინეს კვლევით პროექტები და საკუთარი გამოგონებები. ნომინაცია „საუკეთესო კვლევითი პროექტი“ და 9-10 მაისს პლოვდივის (ბულგარეთი) უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა თელავის მე-4 საჯარო სკოლამ, პროექტით: „თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება“. პროექტი ეხება თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობას ჩვენს ქვეყანაში. თელაველმა მოსწავლეებმა ეს საკითხი დაწვრილებით გამოიკვლიეს და თანამედროვე ნაგავსაყრელის პროექტი თავადვე შექმნეს.
კონფერენციაზე სხვა ნომინაციები ასე გადანაწილდა:
ნომინაცია „ყველაზე აქტუალური კვლევა“ - ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლა;
ნომინაცია „საუკეთესო მეცნიერული მიდგომა“ - ბაკურციხის საჯარო სკოლა;
ნომინაცია „საუკეთესო მოდელი“ - რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა;
ნომინაცია „საუკეთესო გუნდი“ - ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა.
პროექტის შესახებ:
პროექტი „ჯაჭვური რეაქცია“ დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ მე-7 ჩარჩოპროგრამით. პროექტში მონაწილეობს 12 ქვეყნის 12 უნივერსიტეტი. პროექტის კოორდინატორია ინგლისის შეფელდ ჰალამის უნივერსიტეტი.საქართველოში კი პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის მიზანია მონაწილე ქვეყნებში კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა საბუნებისმეტყველო საგნებში. ყოველწლიურად თითოეული ქვეყნიდან 5 სკოლა მონაწილეობს. წელს საქართველოდან მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ რეგიონების სკოლებს და კონფერენციაში მონაწილეობდა კონკურსის წესით შერჩეული 5 სკოლა:
გალერეა