ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ევროკავშირის მე-7 ჩარჩოპროგრამის პროექტის - „ჯაჭვური რეაქცია“ - ფარგლებში, გაიმართა მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

კონფერენციაზე მონაწილეობდა საქართველოს ხუთი სკოლა:

  • აკად. ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა (თბილისი)
  • ნიუტონის თავისუფალი სკოლა (თბილისი)
  • სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS (თბილისი)
  • პირველი საჯარო სკოლა (ბოლნისი)
  • 33-ე საჯარო სკოლა (ქუთაისი)

კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევითი პროექტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში როგორც სასესიო, ასევე საგამოფენო ფორმატში. კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო კვლევითი პროექტი მაისში საქართველოს სახელით წარდგება საერთაშორისო კონფერენციაზე ჰაიდელბერგში (გერმანია).


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები