ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მონოგრაფია „გზად ერთისკენ ჩვენში პროკლესა და იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში“ გამომცემლობა ნომოსის სერიაში გამოქვეყნდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარ თამარ ხუბულავას მონოგრაფია „გზად ერთისკენ ჩვენში პროკლესა და იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში“ (Auf dem Weg zum ,Einen in uns‘ bei Proklos und Ioane Petrizi) გამოვიდა გამომცემლობა ნომოსის სერიით Academia Philosophical Studies (Band 82). მონოგრაფია  201 გვერდია.

მონოგრაფია „გზად ერთისკენ ჩვენში პროკლესა და იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში“ მსუბუქად გადამუშავებული  ვერსიაა დისერტაციისა, რომელიც 2021 წლის სექტემბერში თამარ ხუბულავამ დაიცვა  ფრაიბურგის უნივერსიტეტში (გერმანია). დისერტაციის ხელმძღვანელები იყვნენ: პროფესორი ანჯელა ულაკო (ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გერმანია) და პროფესორი ფილიპ კარფიკი (ფრაიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია).

მკვლევარმა დისერტაციაზე იმუშავა ფრაიბურგის უნივერსიტეტში ფრიდრიხ-ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით. საკვლევი თემა ეხება მეტაფიზიკასა და შემეცნების იერარქიულ საფეხურებს გვიანანტიკურ ფილოსოფიაში, კერძოდ სულის აღმასვლას ტრანსცენდენტურ ერთთან, რომელიც არის მიზეზი ყველა სახის მყოფებისა პროკლესა (V საუკუნე) და მისი ქართველი მთარგმნელისა და კომენტატორის (XI/XII საუკუნეები), იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში.

2023 წელი

ბანერები