ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მოდული 1 - ზოგადი უნარებისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი აბიტურიენტებისთვის

მოდულის მიზანია, გაგაცნოთ ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებული GRE ტიპის ტესტის უმოკლეს დროში ეფექტურად შესრულების სტრატეგიები.

მოდული მოიცავს შემდეგ კომპეტენციებს:

ვერბალური ნაწილი:

  • ანალოგიები; წინადადებების შევსება
    რთული მაგალითების გაანალიზების გზით, დაეუფლებით მსგავსი დავალებების შესრულების ტექნიკას.
  • ლოგიკა
    ტრენერის დახმარებით, აითვისებთ ტესტის შემადგენლობაში არსებული ყველა ტიპის ლოგიკური ამოცანის ამოხსნის სტრატეგიას.
  • წაკითხულის გააზრება
    გაგაცნობთ ტექსტის სწრაფად და ეფექტურად დამუშავების სტრატეგიებს. გავარჩევთ ტიპური მაღალი სირთულის ტექსტებს და კითხვებზე სწორი პასუხის მიგნების საშუალებებს.

მათემატიკური ნაწილი:

  • რაოდენობრივი შედარება
  • ამოცანები
  • მონაცემთა საკმარისობა
  • მონაცემთა ანალიზი

მოდულის ხანგრძლივობა: 3 საათი

მოდულის გავლის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს.

თუ გსურთ მოდულის გავლა, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
pr@iliauni.edu.ge

ბანერები