ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების კვლევა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული მომდევნო "საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების კვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის 1 მარტიდან - 18 მარტის პერიოდში. კვლევის ობიექტი იყო 15 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. კვლევის ფარგლებში განხილულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებული შემდეგი პროდუქტები: იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, ბიზნეს სესხი, ავტოსესხი.

კვლევის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ერთი მხრივ, კონკრეტული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ერთგვარი რეიტინგი, რომელმაც აჩვენა მათი შედარებითი უპირატესობები ცალკეულ პროდუქტებთან მიმართებაში, მეორე მხრივ კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების საბანკო სესხების შესაბამის კატეგორიებთან შედარება.

კვლევის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა:
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებული ყველაზე იაფი სესხი
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებული ყველაზე ძვირი სესხი
· მნიშვნელოვანი სხვაობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებული სესხების საპროცენტო განაკვეთებსა და საბანკო სექტორის მიერ შემოთავაზებული ანალოგიური სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის.

კვლევის ობიექტებს წარმოადგენდნენ შემდეგი ორგანიზაციები: რიკო კრედიტი, სითი კრედიტი, კრედიტ პლიუსი, კრისტალი, თბილმიკროკრედიტი, ნოვა კრედიტი, მიკროინვესტი, ბი.აი.ჯი , IMG, ალფა ექსპრესი, ალიანს ჯგუფი, კრედო, ქართული კრედიტი, სვის კაპიტალი, საფინანსო კომპანია საქართველო.

კვლევის შედეგად საუკეთესო პირობები სესხების ნაწილში აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”კრისტალს”. ეს ორგანიზაცია ოთხი კატეგორიის სესხიდან ორში ლიდერობს, ორ შემთხვევაში კი სამეულშია მოხვედრილი.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკურიკვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

ბანერები