ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მიღება ტრენინგზე „ადრეული განათლების კურიკულუმი - თამაში“

ახალი ამბები

ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგიითა და სასწავლო პროგრამებით დაინტერსებული პირებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 2-კრედიტიან (36 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე:

  • ადრეული განათლების კურიკულუმი - თამაში.

კურსის მონაწილეები გაეცნობიან 2020 წელს 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კურიკულუმს.

ტრენინგი ჩატარდება როგორც პირისპირ, ისე ონლაინ კვირაში სამჯერ, 16:00-დან 19:00 საათამდე.

სწავლის დაწყების თარიღი: 15 იანვარი

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/u3B1bPXd9Cjkfomx7

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 იანვარი

სწავლის საფასური: 400 ლარი

მონაწილეებისთვის წიგნების ბეჭდვა შედის სწავლის საფასურში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდითტელ.: 595 69 99 91

2023

 

ბანერები